top of page
AutorenbildCEO Darina Mikeladze

ქართველი საზოგადო მოღვაწეების მოსაზრებრბი: ბესო წერედიანი

სულ რაღაც 10 წელი დასჭირდათ რუსებს რომ ბიძინას ხელით სრულიად გაენადგურებინათ ყველა მიღწევა რაც სისხლის და უზარმაზარი მსხვერპლის ფასი დაგვიჯდა,ჩვენ აღარ დაგვრჩა მეგობრები და აღარ დაგვრჩა აღარც მტრები,ჩვენ არარაობებად ვიქეცით,ოდესღაც კაცებად, რომლებიც ყოფილ მეგობრებში მხოლოდ ზიზღნარევ სინანულს ვიწვევთ,მტრებში კი ირონიასა და დაცინვას მხოლოდ,ჩვენ აღარ აღგვიქვამენ,ან თუ აღგვიქვამენ მხოლოდ ნაკაცარ,სანაგვეზე მიგდებულ ბომჟებად,უთავმოყვარეო,უღირსებო არარაობებად რომლებსაც ქუჩაში გაყინულებს პოულობენ,მეხსიერებიდან წაშლილი წარსულითა და ცნობადობის გარეშე.

"სტრატეგიული პარტნიორებისათვის" ჩვენ უკვე დიდი ხანია აღარა ვართ "პარტნიორები",მათ თვალში უკეთეს შემთხვევაში მხოლოდ სტრატეგიულ ტერიტორიად დავრჩით,მიწის ნაგლეჯად რომელსაც ღმერთმა ჩვენთვის საბედნიეროდ თუ საუბედუროდ საკვანძო ადგილი მიანიჭა...ტერიტორია...

ოდესღაც საერთაშორისო ფორუმების ლიდერ ქვეყანას დიდი ხანია ცივილიზებული მსოფლიოს არცერთი ლიდერი აღარ ახსენებს...ჩვენ აღარ განგვიხილავენ..ჩვენ ვეღარ აღგვიქვამენ...ჩვენ არ გველაპარაკებიან და თუ გველაპარაკებიან მხოლოდ როგორც პაპუასებს,გადაშენების პირას მყოფ ტომს რომელმაც ვერაფერი ისწავლა,ვერ შეისმინა და მისი ადგილი არაა თანამედროვე ცივილიზაციაში,ახალ წესრიგში...

ზემოთაღნიშნულზე კამათს არ ვაპირებ,არც აქამდე ვკამათობდი,უაზრობაა თეთრზე გედავოთ რომ შავია,სიკეთე რომ ბოროტება არაა,მზე რომ ამოდის და ჩადის...უბრალოდ ვცდილობდი საფრთხეეები დამენახვებინა თქვენთვის,მეთქვა ის რასაც თვალნათლივ ვხედავდი და დრომ აჩვენა რომ მართალი ვიყავი.

ჩვენ დავბრუნდით იქ საიდანაც ილიამ ამოგვათრია მე-19 საუკუნეში,დღეს ჩვენს კალენდარზე მე-19 საუკუნეა,უწიგნური,გათითოკაცებული, ეშმაკის კერძად ქცეული და უმომავლო ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანთა ნაკრები,არა ერი და არა სახელმწიფო.

დრო აღარ არის...საერთოდ აღარ არის,არცერთი საათი და წუთი,

თუ ჩვენ გვინდა გადავრჩეთ როგორც ერი როგორც სახელმწიფო დაუყოვნებლივ უნდა ვიმოქმედოთ ყველაზე რადიკალური და სწრაფი მეთოდებით რომლებიც საშუალებას მოგვცემენ უმოკლეს დროში დავამხოთ საოკუპაციო რეჟიმი ქვეყანაში და კვლავ მოვიპოვოთ თავისუფლება და პატივისცემა,პირველ რიგში საკუთარი თავის.

დრო აღარ არის...ეხლა მხოლოდ ქუჩაში გასვლის დროა,ბარიკადების დროა,მტრისა და მოღალატის დამხობისა და დასჯის დროა,

ეს ერთადერთია რაც დაგვიბრუნებს ჩვენს ადგილს მომავალში,რაც დაგვიბრუნებს მეგობრებისა და მტრების პატივისცემას.

24 თებერვალს ჩანიშნულ საერთო სახალხო შეკრებაზე მთელი საქართველო უნდა გამოვიდეს,დაიწყოს დემონტაჟის პროცესი და დაამხოს საოკუპაციო რეჟიმის მსახურნი ხოლო ამ რეჟიმის მამამთავარი,ბიძინა ივანიშვილი ან გააქციოს ქვეყნიდან ან აიყვანოს ეშაფოტზე,

ან იზამთ ამას ეხლა ან შეეგუეთ იმას რომ 21-ე საუკუნეში სამარცხვინოდ დაასრულებთ სამიათასწლიან არსებობას,

ღირსების,თავისუფლებისა და სინდისის გარეშე,სულში ჩაფურთხებულები და დაწყევლილები წარსულის აჩრდილებისა და მომავალი თაობების მიერ!!!

14 Ansichten0 Kommentare

Ähnliche Beiträge

Alle ansehen
bottom of page