top of page
უნივერსიტეტში შესატანი საბუტების სია
უნივერსიტეტში შესატანი საბუთები

გაითვალისწინეთ, რომ შესაძლოა ზოგიერთი უნივერსიტეტი კიდევ დამატებით სპეციფიკურ საბუთებს ითხოვდეს. ამის გასარკვევად საჭიროა შეხვიდეთ ამავე უნივერსიტეტის ვებგვერდზე და გადაამოწმოთ შესატანი დოკუმენტების სია.

 

1. შევსებული განაცხადი უნივერსიტეტში ადგილის მიღების თაობაზე (მსგავს განაცხადს იპოვით ამავე უნივერსიტეტის გვერდზე)

 

თუკი რეგისტრირდებით უნი-ასისტენტის მეშვეობით ამ შემთხვევაში საჭიროა ამობეჭდოთ განაცხადი უნი ასისტენტში შესაბამის უნივერსიტეტში რეგისტრაციის თაობაზე.

 

ყურადღება! ზოგიერთ შემთხვევაში საჭიროა უნი ასისტენტში განაცხადს დაურთოთ ასევე შევსებული სასურველი უნივერსიტეტის მიერ მომზადებული განაცხადის ფორმაც.

 

2. გერმანული ან ინგლისური ენის სერტიფიკატი.

 

3. სხვა საბუთები

 

  • ავტობიოგრაფია

  • მოტივაციის წერილი

  • რეკომენდაციის წერილები

  • პასპორტის ასლი

  • პასპორტის ფოტო

  • ცნობა სახელის შეცვლის თაობაზე

  • სტუდენტობის დამადასტურებელი მოწმობა

  • პრაქტიკის ცნობა

  • ცნობა მისარები გამოცდის ჩაბარების თაობაზე

  • სპეციფიკური ფაკულტეტის მიერ შედგენილი კითხვარი

  • GMAT/ GRE -ტესტის შედეგები

  • შემოქმედებითი მაკეტი

  • ჯანმრთელობის დამადასტურებელი სამედიცინო ცნობა

  • TestAS - ტესტის შედეგები

უნი ასისტენტის გვერდზე ონლინე რეგისტრაცია არი სავალდებულო პროცედურა. დარეგისტრირდით უნი ასისტენტის ონლინე პორტალზე შეადგინეთ სასურველ უნივერსიტეტში სასურველ სპეციალობაზე რეგისტრაციის ვირტუალური განაცხადი. განაცხადის სრულკოფილად შევსების შემდეგ ამობეჭდეთ განაცხადი მოაწერეთ ხელი ბოლოში ხელმოსაწერად გამოყოფილ ადგილზე. ხელმოწერილ განაცხადს დაურთეთ სხვა რეგისტრაციისათვის საჭირო საბუთები და გადააგზავნეთ უნი-ასისტენტის მისამართზე.

 

ზოგიერთ უნივერსიტეტებს აქვთ სპეციალური განაცხადის ფორმულარები რომელთა შევსებაც ყველა შემთხვევაში აუცილებელია. ასეთ შემთხვევაში საჭიროა ჩამოტვირთოთ აღნიშნული უნივერსიტეტების ვებგვერდებიდან რეგისტრაციისათვის განკუთვნილი ფორმულარები შეავსოთ ისინი და სხვა საბუთებთან ერთად დაურთოთ უნი-ასისტენტში გადმოსაგზავნ საბუთებს.

იხილეთ მსგავსი უნივერსიტეტების სია

 

განაცხადის შევსებისას თუკი საჭიროა მიუთითოთ ნიშანი, ასეთ შემთხვევაში ჩაწეროთ ის ციფრი რაც ქართულ ატესტატში ან დიპლომშია მითითებული. ვინაიდან მხოლოდ განაცხადის მიღებისა და დამუშავების შემდეგ მოგანიჭებთ უნი-ასისტენტი გერმანული სისტემის შესაბამის  ნიშანს.

გთხოვთ არ დაგავიწყდეთ განაცხადზე ხელის მოწერა, ვინაიდან მხოლოდ თქვენი ხელმოწერით დასტურდება განაცხადის ნამდვილობა და თქვენს მიერ განაცხადის კეთილსინდისიერად შევსების ფაქტი. საყურადღებოა რომ უნივერსიტეტში რეგისტრაციის განაცხადის ორიგინალი ხელმოწერილი ვარიანტი უნდა გაიგზავნოს უნი ასისტენტში ვინაიდან უნივერსიტეტების ნაწილი გადაკოპირებულ ან დასკანერებული განაცხადებს არ აღიარებს.

სხვა დოკუმენტები

 

როცა სასურველი უნივერსიტეტში შესატანი დოკუმენტების სიას დაადგენთ გაითვალისწინეთ ის ფაქტიც, რომ მსოფლიოს 180 სახელმწიფოს საგანმანათლებლო სპეციფიკური სისტემები არსებობს. ამიტომ უნივერსიტეტების შესაძლებლობების ძალებს აღემატება ჩამოწერონ ყველა ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემებისათვის დამახასიათებელი სპეციფიკური დოკუმენტების სია. აქედან გამომდინარე საჭიროა შეძლებისდაგვარად ზუსტად და სრულად აღწეროთ თქვენი საგანმანათლებლო გზა

 

ყველა დოკუმენტის კოპია უნდა იყოს ოფიციალურად დამოწმებული და თარგმანებიც უნდა იყოს ოფიციალური ნაფიცი მსაჯულების მიერ გაკეთებული. დოკუმენტები უნდა გადმოიგზავნოს ფოსტით, ელექტრონული ვარიანტების გადმოგზავნა დაუშვებელია.

 

დამოწმებული დოკუმენტების უბრალო ასლები ითვლება მხოლოდ ასლებად და არა დამოწმებულ კოპიებად. დამოწმებულ დოკუმენტად ითვლება მხოლოდ ის დოკუმენტი რომელზეც ორიგინალი ბეჭედია დასმული.

 

უნივერსიტეტები ითხოვენ სხვადასხვანაირი სახის გერმანული ენის ცოდნის დამადასტურებელ ცნობებს. ამიტომ საჭიროა მოიძიოთ დამატებითი ინფორმაციები თქვენთვის სასურველი უნივერსიტეტისა და სასურველი სპეციალობის ოფიციალური ვებგვერდიდან. და დაადგინოთ ზუსტად რა სახის ენის ცოდნის დამადასტურებელი საბუთი გჭირდებათ უნივერსიტეტში რეგისტრაციისათვის.

ენის სერთიფიკატები როგორიცაა: DSH, TestDaF, Zertifikate des Goethe-Instituts და Deutsche Sprachdiplom ყველა უნივერსიტეტის მიერაა აღიარებული. თუმცა ამ შემთხვევაშიც საჭიროა გაარკვიოთ ზუსტად რა ლეველს ითხოვს კონკრეტული უნივერსიტეტი. დსჰ 1, დსჰ,2 და ასე შემდეგ. როგორც წესი, დოკუმენტებზე დართული, ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატის კოპია უნდა იყოს ოფიციალურად დამოწმებული.

თუკი თქვენ უნივერსიტეტში რეგისტრაციის გავლის ვადის გასვლამდე ვერ მოახერხეთ შესაბამისი სერტიფიკატის მისაღები გამოცდის ჩაბარება, შეგიძლიათ უნივერსიტეტში რეგისტრაციის დოკუმენტებს დაურთოთ, დსჰ, ტესტ დაფის ან შესაბამისი საფეხურის გერმანული ენის გამოცდაზე რეგისტრირების დამადასტურებელი დოკუმენტი. აღნიშნული გამოცდა უნდა იყოს უნივერსიტეტში რეგისტრაციის დასრულების ვადის გასვლამდე დანიშნული, რათა მოახერხოთ ამ დოკუმენტის დროულად გადმოგზავნა.

 

მოკლე განმარტებები

 

  • ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი / დიპლომი/ სერთიფიკატი არი საყოველთაოდ აღიარებული დოკუმენტები  რომლებიც ენის ცოდნას ადასტურებენ.

  • Teilnahmebescheinigung / მონაწილეობის მიღების დამადასტურებელი ცნობა: ადასტურებს რომ თქვენ გაიარეთ ესა თუ ის კურსი. თუმცა უნივერსიტეტების მიერ არ არი როგორც აღიარებული როგორც ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი..

  • Anmeldebestätigung / კურსზე რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი: ადასტურებს რომ მიზნად გაქვთ გაიაროთ ესა თუ ის კურსი. თუმცა არ არი აღიარებული, როგორც ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი..

  • Germanistik-Studium / გერმანისტის დიპლომი: სეაფასებინეთ თქვენთვის სასურველ უნივერსიტეტს თქვენი დიპლომი და გაარკვიეტ აღიარებენ თუ არა მას როგორც ენის ცოდნის დამადასტურებელ დოკუმენტს.

  • Die deutsche Staatsbürgerschaft / გერმანიის მოქალაქეობა არიარებულია მხოლოდ ზოგიერთი უნივერსიტეტის მიერ როგორც საკმარის ენის ცოდნის დამადასტურებელ დოკუმენტად, თუმცა როგორც წესი ამ შემთხვევასიც საჭიროა მიიტანოთ ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სპეციალური მითითებები ქართველთათვის

 

  • თუკი საჭიროა შეიტანოთ თქვენი სასკოლო ატესტატიც, საჭიროა სრული ზოგადი განათლების ან ზოგადი განათლების ატესტატთან ერთად შეიტანოთ ატესტატის ნიშნების ფურცელიც. მსგავს ცნობას მიიღებთ ატესტატის გამცემ სკოლაში.

  • თუკი მიღებული გაქვთ უმაღლესი განათლებაც საჭიროა დიპლომს დაურთოთ ნიშნების ფურცელიც. მხოლოდ დიპლომი არ არი საკმარისი.

  • კერძო უნივერსიტეტში მიღებული განათლება მხოლოდ იმ შემთხვევაშია აღიარებული თუკი უნივერსიტეტიცა და თქვენი სპეციალობაც აკრედიტირებული იყო განათლების მიღების პერიოდში. აბიტურიენტებს, რომელთაც კერძო უნივერსიტეტები ან ინსტიტუტები აქვთ დამთავრებული ვთხოვთ  ამობეჭდონ გვერდიდან: http://eqe.ge/go/accreditation/decisions აკრედიტირებულობის დამადასტურებელი დოკუმენტი და დაურთონ უნივერსიტეტში რეგისტრაციის საბუთებს.

Please reload

bottom of page