რატომ გვიკვირს ოცნების ასე წარმატებით ხელისუფლების სკამის დასაკუთრება?
ნაკითხ და ხუთდიპლომიან ადამიანებს, ექსპერტად წოდებულებს აქვთ რაღაც გასაოცარი აღქმა, თუ რაა დემოკრატია, პარლამენტარიზმი, წარმატებული სახელმწიფო და ეკონომიკა.
ადამიანებს, აი მართლა ნაკითხ და ,ჭკვიანი არისო,, საბუთიან ადამიანებს ნაღდად სჯერათ რომ ბიზნესის თავისუფლება ნიშნავს სრულად თავისუფლებას და რომ ბიზნესი სახელმწიფო სტრუქტურული კონტროლის გარეშე ავტომატურად იმუშავებს და შექმნის კარგ ეკონომიკას.
კონტროლის გარეშეა დღეს ჯანდაცვის ბიზნესი, სააფთიაქო ბიზნესი და რა ხდება?
ფასების შეთანხმება.
თურქეთში ფასს გაახუთმაგებენ და ესაა ფასი, ასე ყიდის ყველა
იმიტომ რომ არავინ აკონტროლებს.
სასწავლო დაწესებულება რა მაქინაციებით შოულობს ფულს, არავინ აკონტროლებს და სრულიად თავისუფალია, აკეთე რაც გინდა.
დემოკრატია ჰგონიათ უბრალოდ უმრავლესობის მმართველობა უმცირესობაზე.
პარტია და მისი დაფინანსება ჰგონიათ რომ პარტკომის და მისი საბჭოს საქმეა, ვის რაში ესაქმება საიდან რა შემოვიდა და სად გავიდა? ინტრიგანი ხოარ ხარო გეტყვიან.
იმანო იმასო მანქანები და ბინები აჩუქა და შენი რა საქმეაო.
მოკლედ,
ხელისუფლება უნდა გასუფთავდესო ამბობს ხალხი, რომელსაც თავად ტალახში მოსვრილი აქვს ცხვირპირი
და ეს ნორმალური ჰგონიათ,
ჩემს სისუფთავეს რას ჰკითხულობ, აი იმისი იკითხეო.
და მერე ასეთი ადამიანები დაიწყებენ დოცირებას
,,არჩევნებით უნდა გავუშვათ, აბა რა, ვანდალები ხოარ ვართო?,,
იმ პარტკომის დროს ამდენი ხმა მივიღეთ და ამის დროს იმდენიო, მეტს თუ მოვინდომებთ და არ ვიკითხავთ დაბანილ დაუბანელს, ყველა თუ გავერთიანდებით,
მეტ ხმას მივიღებთ და მოვიგებთო.
არადა,
ბიძინა იმდენ ხმას დაგიწერთ, რამდენიც მოესურვება,
მილიონ ხმას დაგიწერს,
ოღონდაც,
მაინც თვითონ მოიგებს და ეს ფეოდალები და მათი მოურავები კი იტყვიან,
აი ხომ ხედავთ, ამდენი ხმა ავიღეთ და მომავალ არჩევნებზე ნაღდად დავამარცხებთო.
ნუ ეთამაშებით კაზინოს შულერს დემოკრატიობანას თამაშს.
ნაღდად წააგებთ,
მითუმეტეს როცა ბინძური ხელების თამაშია.