top of page
Writer's pictureCEO Darina Mikeladze

მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტი: “დღეს წყდება საკითხი საქართველო აზიაა თუ ევროპა”


საქართველოს მესამე (გულების) პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. Mikheis Saakashvili President of Georgia
საქართველოს მესამე (გულების) პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი

საუკეთესონო ქართველთა შორის და ჩემო საყვარელო უკრაინელებო, უკრაინა უკვე გამარჯვებულია და ეს იწვევს ოლიგარქის და ამფსონების სრულ პანიკას. მე, როგორც ქართველმა და უკრაინელმა პოლიტიკოსმა, ზელენსკის თანამებრძოლმა, ვიცი, რომ პრეზიდენტ ზელენსკის განსაკუთრებით უყვარს საქართველო და არავითარ შემთხვევაში გასაჭირში არ მიატოვებს ქართველ ხალხს, უკრაინის გამარჯვების შემდეგ.მთავარია ჩვენ ვიდგეთ ძლიერად და გავერთიანდეთ მიუხედავად ყველა განსხვავებისა. მოვლენები გაცილებით სწრაფად განვითარდება, ვიდრე ბევრს წარმოუდგენია და ეს სამარცხვინო პერიოდი საქართველოსთვის საბოლოოდ ჩაბარდება ისტორიას.

ძალიან ვდარდობ, რომ თქვენთან არ ვდგავარ და განსაკუთრებით იმას, რომ ახლა კიევში არ ვარ, მაგრამ ძალიან ბედნიერი ვარ მოვლენათა განვითარებით. მსოფლიო მანქანა ბოლომდე ამუშავდა და გადაწყვიტა პუტინის რეჟიმის განადგურება და მისი მოკავშირეების დასჯა. ამას უკვე წინ ვერაფერი დაუდგება და ჩვენ ქართველები ამ მატარებელს წინ კი არ უნდა გადავეღობოთ როგორც გვაიძულებენ, არამედ, თუნდაც ბოლო ვაგონს შევახტეთ, ვინაიდან ეს მატარებელი მიდის ნატოში და ევროკავშირში.

დღეს წყდება საკითხი საქართველოსი, აზიაა თუ ევროპა. აზია არის ოლიგარქატი, დესპოტიზმი, გაჭირვება. ევროპა კი არის თავისუფლება, დემოკრატია, სადაც პიროვნება უფრო მაღლა დგას, ვიდრე მთავრობა. საქართველოში რუსეთმა და მისმა დამქაშებმა უკვე დააყენეს ძალადობის, სიცრუის, სიბნელის, გაუნათლებლობის და პიროვნების უპატივცემულობის მყრალი სუნი.

დროა საქართველო განვითარდეს.

ძალა ერთობაშია!

Слава Україні!

(რადიო თავისუფლების ფოტო)ა

7 views0 comments
bottom of page