top of page
საბუთების ნოტარიული დამოწმება, მისამართები
საბუთების და მათი ასლებიას დამოწმება
საბუთების დამოწმება თარჯიმნების მიერ

როცა ქართული დოკუმენტები ითარგმნება გერმანიაში აღიარებული ნაფიცი თარჯიმნების მიერ ამ საბუთების ხელახალი დამოწმება აღარ არი საჭირო. 

 

თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში ითხოვენ არა უბრალო არამედ დამოწმებულ კოპიებს. წაიკითხეთ გვერდით მდებარე საინფორმაციო ბლოკი "საბუთების ასლები" !

ქართულენოვანი საბუთების დამოწმება

ქართულ ან სხვა უცხოენოვანი საბუთების დამოწმებული კოპიები შეგიძლიათ მხოლოდ გერმანიაში საადვოკატო მომსახურების კანცელარიებში die Rechtsanwaltskanzlei დაახლოებით 10 ევროს საფასურად გააკეთოთ.

 

ქართულენოვანი დოკუმენტების კოპიების დამოწმება მხოლოდ ზოგიერთ შემთხვევაშია აუცილებელი !

საბუთების ასლების დამოწმება

გაითვალისწინეთ! საბუთების დამოწმებულ კოპიებს მხოლოდ ზოგიერთ შემთხვევაში ითხოვენ. გააკეთეთ მხოლოდ იმ შემთხვევაში დამოწმებული კოპირება თუკი საჭირო საბუთების ჩამონათვალში, რომელიმე საბუთის გასწვრივ Beglaubigte Kopie- სწერია!

 

დამოწმება Ausländerbehörde-ში: 

გერმანულენოვანი საბუთების დამოწმებული კოპიები შეგიძლიათ გააკეთოთ იმ დაწესებულებებში სადაც ეგრეთწოდებულ Anmeldung-ს აკეთებთ ხოლმე ანუ Ausländerbehörde-ეებში. მისამართებს იპოვით გოოგლით ჩაწერეთ საძიებო ველში მაგალითისთვის: Ausländerbehörde (თქვენი ქალაქი)Hamburg, Einwohneramt (თქვენი ქალაქი) Hamburg. კოპირების საფასური არი 1 ევრო.

 

დამოწმება Rechtsanwaltskanzlei-ებში:

ესენი არი საადვოკატო ბიუროები. საადვოკატო ბიუროებში საბუთების ასლების დამოწმება არი ბევრად უფრო ძვირი და ერთი დამოწმებული კოპიის საფასური დაახლოებით 10 ევროს უტოლდება.

 

 

 

bottom of page